მთავარი

სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის. (ეროვნული სასწავლო გეგმა, თავი II. მუხლი 8, თბილისი, 2011 ). 
      ბლოგი, როგორც სწავლა-სწავლების ეფექტური საშუალება დღითიდღე პოპულარული ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ რესურსის მაქსიმალური გამოყენება. ადრე ამაზე ვერც კი იოცნებებდა განათლების მუშაკი, რამდენადაც არ იყო კომპიუტერი, არ იყო ინტერნეტი არც სასწავლო დაწესებულებაში, არც სახლში
       ახლა ვითარება მკვეთრად შეიცვალა, კომპიუტერი თითქმის ყველა ოჯახშია (თუმცა არასაკმაო რაოდენობით, უკვე ოჯახის ყველა წევრს საკუთარი კომპიუტერი ჭირდება), ასევე სკოლების ტექნიკური აღჭურვა და ინტერნეტიზაცია (თუმცა აქაც არსებობს პრობლემები) მთელი საქართველოს მასშტაბით თითქმის დასრულდა
      ამ ვითარების გათვალისწინებით ახლა უკვე შესაძლებელი ხდება ბლოგების გამოყენება სხვადასხვა სასწავლო აქტივობების დაგეგმვა-ჩატარებისას
      ბლოგების ჩართვა სწავლა-სწავლებაში ერთის მხრივ (მოსწავლეებში): 
ემსახურება დადებითი ემოციური ფონის შექმნას
ანვითარებს ბავშვის შემოქმედებით უნარებს
ზრდის ბავშვის მოტივაციასა და ინდივიდუალურობას
სწავლებას ხდის მრავალფეროვანს; მეორეს მხრივ, მასწავლებლებს
ეხმარება ბავშვის უკეთ გაგებაში, ცოდნისა და უნარების უკეთ შეფასებაში
ეხმარება ეძებოს სწავლების ახალი, არატრადიციული მეთოდები და ფორმები
ეხმარება კოლეგებთან თანამშრომლობის ხარისხის ზრდაში
ეხმარება ინოვაციების გაცნობასა და ურთიერთგაზიარებაში.

Комментариев нет:

Отправить комментарий