среда, 9 декабря 2015 г.

ასო-ბგერა "ვ"-ს გაცნობა

დაიწყო ასე:
 ბავშვებმა მოისმინეს ჩიტების ჭიკჭიკი (ბუკით) და დავუსვი შეკითხვა :
 ჩიტები ასე როდის გალობენ?
ჩიტები როდის გრძნობენ თავს ბედნიერად?
მოვისმინე ძალიან საინტერესო პასუხები :))
შემდეგ , დაათვალიერეს, აღწერეს , ამოიცნეს ასო "ვ" სიტყვებსა და წინადადებებში,ერთობლივად წაიკითხეს  ქვემოთ მოცემული ელექტრონული წიგნი.
ერთობლივი კითხვის მეთოდით ბავშვებმა წაიკითხეს გოგებაშვილის მოთხრობა "ვანო და ჩიტი". დაიყო მოთხრობა ოთხ ეპიზოდად და ხელოვნების გაკვეთილზე ბავშვებმა ააწყეს პატარა საკითხავი წიგნი "ვანო და ჩიტი".


Комментариев нет:

Отправить комментарий